Intel-მა ახალი ტიპის მეხსიერების გაყიდვები დაიწყო. აღნიშნული ტექნოლოგია შექმნილია 3D XPoint-ის ბაზაზე. ბაზარზე წარმოდგენილი მოდელის ტევადობა 375 GB-ს შეადგენს, თუმცა ამ წელს შეიძლება მეორე, გაცილებით დიდი 750 GB-იანი მოდელიც ვიხილოთ.
3D XPoint – გარდა იმისა, რომ პორტატულობით გამოირჩევა, ხასიათდება მონაცემთა ჩაწერის სიჩქარით – 2.4 გიგაბიტ/წამში. ამ სიჩქარის გამო, პორტალი Ars Technica აღნიშნავს, რომ მისი გამოყენება როგორც ოპერატიული მეხსიერება – ისე შეიძლება.
გაჯეტის ფასი 1520 დოლარს შეადგენს.

