LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთს ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია

2016 წელს ესპანეთს ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია. უფრო ზუსტად კი ქვეყანას 75,6 მილიონი ვიზიტორი ყავდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 10%-ით უფრო მეტია.

უცხოელ ვიზიტორთა შორის ყველაზე დიდი პოპულარობით კატალონია, კანარის კუნძულები და ანდალუსია სარგებლობდა. რაც შეეხება ქვეყანაში გატარებული დროის საშუალო ხანგრძლივობას – ის 11,4 დღეს არ აღემატებოდა. საერთო ჯამში, უცხოელებმა ქვეყანაში 77 მილიარდი ევრო დახარჯეს.

ექსპერტები თვლიან, რომ გამონაკლისი არც 2017 წელი არ იქნება, რადგან ესპანეთის ტურებზე მოთხოვნა უკვე ძალიან დიდია.