LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთვრალმა მუშებმა BMW მილიონი ევროთი აზარალეს

კომპანია BMW-მ მილიონი ევრო დაკარგა. ამისი მიზეზი კი მიუნხენის ქარხანაში ორი მუშის სიმთვრალე და გონების დაკარგვა გახდა.

DW-ს ინფორმაციით, ორმა თანამშრომელმა სამუშაო დროის განმავლობაში ალკოჰოლი და მარიხუანა მიიღეო, ამის შემდეგ კი გონება დაკარგეს. სხვა თანამშრომლებმა მედიკოსები გამოიძახეს, ამის გამო კი კონვეირი 40 წუთის განმავლობაში შეჩერდა.

ერთ-ერთი დამნაშავე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, მეორე კი სხვა სამსახურზე გადაიყვანეს.

BMW-ს მიუნხენის ქარხანაში, რომელიც შტაბ-ბინასთან ახლოს მდებარეობს, მწარმოებელი მესამე და მეოთხე სერიებს უშვებს. ყოველდღიურად ქარხანაში 950 ავტომობილი იწყობა.