LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინბურგში კერლინგი ”ოკებით” ითამაშეს (ვიდეო)

ეკატერინბურგში Ока-ებით კერლინგი ითამაშეს. შეჯიბრის სანახავად ათასამდე ადამიანი მივიდა.

მთლიანობაში შეჯიბრში ოთხი გუნდი იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან თითოეულში ათი ადამიანი იყო. გუნდები ბიზნესმენებისგან, ჟურნალისტებისგან, სპორტსმენებისგან და სადაზღვევო კომპანიების კლიენტებისგან იყო დაკომპლექტებული.

კერლინგისთვის ექვსი ავტომობილი მოამზადეს: მათ ძრავები ამოაცალეს და მინები მოხსნეს, რომ ძარა უფრო მსუბუქი გამხდარიყო, თამაში კი უფრო უსაფრთო.

კერლინგი (curling) გუნდური სპორტული თამაშია.

https://www.youtube.com/watch?v=OBs2oaIDdL8