ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე საქართველოს რამდენიმე დღეღა რჩება, შესაბამისად, საკითხი: თუ, რომელი ქვეყნებით ინტერესდებიან ქართველი ტურისტები და სად წავლენ უვიზოდ პირველად, უფროდაუფრო აქტუალური ხდება.
”ფორტუნამ” იმ ტოპ 3 ევროპული ქვეყნის გასაგებად, რომლებზე დაინტერესებაც ბოლო დროს გაიზარდა, ტურისტულ კომპანიებს მიმართა.
როგორც ”ვია თრეველის” დირექტორი, ნინო ნამგალაძე ამბობს, ქართველებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებები: იტალია და ესპანეთია. ”ჯერჯერობით, ვერ ვიტყვი, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის ჩვენთვის დადებითად გადაწყვეტამ, ევროპულ ტურებზე მოთხოვნა გაზარდა. ხალხი დაკვირვების ეტაპზეა- ელოდებიან იმ პირველ ნაკადს, რომელიც 28 მარტს ევროპისკენ უვიზოდ გაემგზავრება. თუ ყველაფერი გართულებების გარეშე ჩაივლის, ბუნებრივია ევროკავშირის ქვეყნებისკენ წამსვლელთა რაოდენობა გაიზრდება”, – აღნიშნა ნამგალაძემ. ვრცლად…
