LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 ახალი საწარმო 90-მდე კადრს დაასაქმებს

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო შეიქმნება. პრემირ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ერთი პროექტი ქუთაისში არაძვირფასი ლითონის მწარმოებელ საწარმოს შექმნას ეხება. ინვესტორს გადაეცემა მიწის ნაკვეთი და სახელმწიფო სესხის თანაგადახდაშიც დაეხმარება. საწარმოს შესაქმნელად 1,360 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. ქარხანაში სხვადასხვა ეტაპზე 60-ამდე ადამიანი დასაქმდება.
რაც შეეხება მეორე პროექტს, ის თბილისში, საფექირო საწარმოს შექმნას ითვალისწინებს. პროექტისთვის 4 მილიონ ლარამდე ინვესტიცია დაიხარჯება და პირველ ეტაპზე საწარმოში 30-ამდე ადამიანი დასაქმდება.