LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ქათამაძე მანჰეტენზე კონცერტს გამართავს

Ardaidardo.Ge

ცნობილი ქართველი მომღერალი და მუსიკოსი, ნინო ქათამაძე ამერიკაში მიემგზავრება.საქართველოს მეზობელ ქვეყნებში მოპოვებული აღიარების შემდეგ, როგორც ჩანს მისმა სიმღერამ ამერიკელებიც მოხიბლა და ნიუ-იორკში მიიწვიეს. ნინო ქათამაძის კონცერტი 21 აპრილს, მანჰეტენზე, პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში, ლინკოლნ ცენტრში გაიმართება.