
მომღერალი ნინი ცნობილაძე, რომელსაც ქართველ მსმენელს პროექტ „ახალი ხმინდა“ ახსოვს, ამჟამად უკრაინაში იმყოფება, სადაც მათ „ვოისში“ მონაწილეობს. ნინი სცენაზე თავს საკმაოდ თავდაჯერებულად გრძნობს. ის პოტაპის გუნდშია მოხვედრილი, რინგი წარმატებით გადალახა, ახლა კი ჯერი „ნოკაუტზე“ მიდგა, სადაც ერთ-ერთ მონაწილეს დაუპირისპირდა.
ნინიმ უკრაინული სიმღერა შეასრულა, რომლის სახელწოდებაც ასე ითარგმნება, „რატომ არ მოხვედი“. მწვრთნელების აზრი ორად გაიყო, ნაწილმა მისი შესრულება დადებითად შეაფასა და მიიჩნია, რომ ნინიმ ეს სიმღერა, უკრაინული ტექსტის მიუხედავად, მაინც ქართულად შეასრულა და მასში ქართული სული ჩადო, ხოლო ერთ-ერთმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ამ დღეს ნინის რაღაცამ შეუშალა ხელი და ისე ბრწყინვალედ ვერ გამოვიდა, როგორც წინა პერფორმანსების დროს.
ამის მიუხედავად, პოტაპმა შემდეგ ტურში ნინი ცნობილაძის გადაყვანა გადაწყვიტა, რითაც შემსრულებელი ძალიან გაახარა.
