LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გლობალ ბენეფიტს ჯორჯია” – ახალი მოთამაშე ქართულ სადაზღვევო ბიზნესში

ევროპასთან უვიზო მიმოსვლასთან ერთად, საქართველოს ეკონომიკითა და ქართული სადაზღვევო ბაზრით საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფი GBG (Global Benefits Group) დაინტერესდა. გამოცდილ ქართველ ექსპერტებთან და უმსხვილეს ქართულ კომპანია “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან” (GIG) ერთად დააფუძნა ახალი კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” (“Global Benefits Georgia”), რომელიც დღეიდან იწყებს ოპერირებას.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, იმ სარგებლით ე.წ. “ბენეფიტებით”, რაც აქამდე დანარჩენი მსოფლიოსთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა უკვე საქართველოს მოქალაქეებიც ისარგებლებენ. “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” მომხმარებელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სადაზღვევო მომსახურებას შესთავაზებს.

”ამიერიდან, საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს პასპორტით, უპრობლემოდ შეეძლებათ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობა. მათ მოგზაურობას ბევრად კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” სადაზღვევო ბარათი. ბარათი საზღვრებს გარეშე, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მუშაობს. უფრო მეტიც, “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” რისკების მართვის მენეჯერები 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ ქვეყანაში, მზად არიან ადგილზე გაგიწიონ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ თქვენი უპრობლემო მომსახურება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, “Global Benefits Group” მთელს მსოფლიოში ცნობილია სწორედ იმით, რომ ის სთავაზობს ყველაზე სრულყოფილ სერვისს საზღვრების გარეშე. მისი კლიენტები არიან მსხვილი კორპორაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო სტუდენტები, გავლენიანი ფინანსური წრეების წარმომადგენლები.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქართული სადაზღვევო სისტემის უპირატესობასა და მისი განვითარების მაღალ პოტენციალზე მიუთითებს ისიც, რომ GBG-მ რეგიონალური ჰაბის დაფუძნება საქართველოში გადაწყვიტა და თბილისიდან გაუწევს ოპერირებას ყაზახეთის, უკრაინის, ბელარუსისა და სომხეთის სადაზღვევო ბაზრებს.

ცნობისთვის, “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” სტრატეგიაა ახალი სტანდარტების დანერგვა და ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ახალი შესაძლებლობების შექმნა, როგორც ბიზნესისთვის, ისე მთლიანად ქართული ეკონომიკისთვის.
“გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელია “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” (GIG), რომელიც 20 წლიანი გამოცდილების მქონე უდიდესი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში. კომპანია მსხვილი დამსაქმებელია 3000-ზე მეტი თანამშრომლით და მისი კომბინირებული წლიური ბრუნვა ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებს. GIG ფლობს დივერსიფიცირებულ ბიზნეს პორტფელს.