4 კარიანი Chevrolet Aveo ისეთი თვისებებით და ხარისხით გამოირჩევა, როგორსაც ”შევროლესგან” ელით: აქვს მოხდენილი დახვეწილი დიზაინი, სპორტული ნიჭი, რაც მისი სტაბილური ძარის დამსახურებაა, გამოირჩევა საწვავის დაბალი ხარჯით, მრავალმხრივობითა და რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მაღალი დონით (5 ვარსკვლავი Euro NCAP-ისგან).
Aveo-ს სახით თქვენ მიიღებთ გაცილებით მეტს, ვიდრე გადაიხდით, რადგან ეს არის კომპაქტური მანქანა, რომლისთვისაც არ არსებობს კომპრომისები.
ოთხ თვალზე შემდგარი სრულყოფილება – ასე ახასიათებენ ამ ავტომობილს მისი შემქმნელები.
Aveo დახვეწილი, სრულყოფილი და გონიერი ავტომობილია. გარეგნულად ბრწყინვალე, მოხდენილი, თავდაჯერებული სტილით გამოირჩევა, ინტერიერში კი ხარისხიანი მასალების ინტელექტუალურ შესრულებასთან ერთად, შთამბეჭდავ მახასიათებლებს შეხვდებით.
არ უნდა დაგავიწყდეთ ისიც, რომ Aveo-ში ხუთი მგზავრი კომფორტულად თავსდება.
Aveo გამორჩეული ავტომობილია, რომელიც სხვა მანქანაში არავის აერევა. ამის კარგი მაგალითია მოტოციკლის სტილში გადაწყვეტილი წინა მაშუქები, რომლებიც მილებშია მოთავსებული და ბრწყინვალე შავ დამჭერებთან ერთად, ყურადღებას ქრომირებული რგოლებითაც იპყრობს.
გააღეთ ნებისმიერი Aveo-ს კარი და მისი ინტერიერით მაშინვე მოიხიბლებით.
