LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ ბედნიერ დღეს 12 წელი ველოდით,” – ბათუმში ნანატრი 3 ტყუპი დაიბადა

ბათუმში 3 ტყუპი დაიბადა. ტყუპების მამა, აკაკი სურმანიძე ტელეკომპანია “აჭარასთან” ამბობს, რომ წყვილი „ამ ბედნიერ დღეს 12 წლის განმავლობაში ელოდებოდა“.

მეან-გინეკოლოგის,  ინდირა ბოლქვაძის განცხადებით, ხანგრძლივი მკურნალობისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით წყვილმა შეძლო, საბოლოოდ, მშობლები გამხდარიყვნენ. ბოლქვაძის თქმით, მუდმივი კონტროლით მიმდინარეობდა ორსულობაც, სამივე ბავშვი (ორი ბიჭი და ერთი გოგო) სრულიად ჯანმრთელი დაიბადა.