შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს თავს დაესხნენ, ინფორმაციას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ადასტურებს. მისი თქმით, საქმე 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ხუციშვილის თქმით, საქმეში არ ფიგურირებს იარაღი, დანაშაულის მოტივზე საუბარი კი, ჯერ-ჯერობით, ნაადრევია.
უცნობია თავდასხმის დრო და ადგილიც.
გელა ხვედელიძე 2013 წელს მაშინდელი შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. იმავე წელს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების ბრალდებით დააკავეს და რამდენიმე დღეში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
