LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Renault Megane Zen – მექანიკური გადაცემათა კოლოფით ხელმისაწვდომი იქნება

უახლეს Renault Megane საქართველოში, კომპანია ფრანს ავტოს შოურუმში უკვე ელოდებიან.

სექსუალური დიზაინით, მთლიანად განახლებული კაბინით, უახლესი ტექნოლოგიით და ტურბო ძრავით აღჭურვილი Renault Megane ავტომოყვარულების სიმპათიას იმსახურებს. ეს ახალი მოდელი მომავლის სტანდარტებს უწყობს ფეხს.

საქართველოში Renault-ის ცენტრში რამდენიმე სხვადასხვა კომპლექტაციისა და ძრავით აღჭურვილი მოდელი იქნება წარმოდგენილი. მათ შორის იქნება, 1.5 ლიტრი დიზელის ძრავიან და მექანიკური კოლოფის მქონე რენო მეგანი.

ამ მოდელის ძრავის სიმძლავრე 110 ცხენის ძალაა მაქსიმალური სიჩქარე კი რომელსაც რენო მეგანი ავითარებს 190 კილომეტრი საათშია. 6 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით ეს ავტომობილი აჩქარებას 0–დან 100 კილომეტრამდე 12.5 წამში ახერხებს. 100 კილომეტრზე ეს მოდელი 4,4 ლიტრ დიზელს მოიხმარს.

ამავე მონაცემებით იქნება ცენტრში წარმოდგენილი ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე Megane Zen.

Renault Megane Zen–ის მარტივი და სუფთა დიზაინი ორენტირებულია სალონის შუაში განლაგებული ეკრანის გარშემო. ნაჭრის სალონში ტყავის საჭე და გადაცემათა კოლოფის სახელური სრულ კომფორტს შეგიქმნით.

ციფრული სპიდომეტრი და ჰიდრავლიკური საჭე, ბორდკომპიუტერთან ერთად ის უახლესი ტექნოლოგიების ნაწილია, რომლითაც ავტომობილია აღჭურვილი.