LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი მიხეილ ცაგარელისგან (3-9 აპრილი)

მიხეილ ცაგარელის კვირის (3-9 აპრილი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის. გაიგეთ რას გიმზადებენ ვარსკვლავები და როგორი იქნება ეს კვირა თქვენთვის.

 

* ვერძი – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია! განახლების და სიახლეების კვირაა, თუმცა, ცვლილებები საკმაოდ რთული იქნება. მართალია, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივასა და ორგანიზატორულ ნიჭთან ერთად საკუთარი გონებამახვილობის გამოვლენას, მაგრამ დედამიწის უარყოფითი ენერგოველის წყალობით მაინც უამრავი პრობლემა შეგექმნებათ. თუმცა, მათ მოგვარებას თქვენ უფრო მარტივად შეძლებთ, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნები. ეცადეთ მშვიდად და ნაკლები დანაკარგების გარეშე გაიაროთ თვის პირველი ორი კვირა, 13 აპრილიდან კი, სიტუაცია საგრძნობლად გამოსწორდება. გამოიჩინეთ მოთმინება და თავშეკავება, რადგან გარშემომყოფები არასწორად გაიგებენ თქვენს იდეებს, მიზნებს და დახმარებაზეც უარს გეტყვიან, საგრძნობლად შემცირდებული ურთიერთგაგება პარტნიორებთან კი, უსიამოვნების და მათთან დაპირისპირების მთავარი მიზეზი გახდება. სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი სამსახურშიც. არაა გამორიცხული შეიცვალოს ხელმძღვანელობა ან დაემშვიდობოთ იმ კოლეგებს, ვისთანაც ადვილად პოულობდით საერთო ენას, მოგიწიოთ რთულ პროექტებზე მუშაობა ან გაგიჭირდეთ ურთიერთობის აწყობა ახალ ხელმძღვანელებთან. მართალია, გექნებათ სურვილი შეცვალოთ ყველაფერი, მაგრამ ეცადეთ თქვენი სურვილები მაქსიმალურად მოარგოთ არსებულ წესებს და დადგენილ ნორმებს.

 

* კურო – წლის მანძილზე ყველაზე რთული პერიოდია, რომელიც ორ კვირას გაგრძელდება. საგრძნობლად მცირდება ენერგოტონუსი, არაა გამორიცხული ადვილად გაცივდეთ, გადაიღალოთ ან გაღიზიანდეთ უმნიშვნელო წვრილმანებით. მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობაც, ამიტომ მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. გადაერთეთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე და მეტი დაისვენეთ, ნუ მოჰკიდებთ ხელს ახალ, სარისკო პროექტებს და მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას, რადგან ნერვული სისტემა ვერ გაუძლებს ამდენ დატვირთვას და თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებზეც არაადეკვატური, ხშირად უსაფუძვლოდ აგრესიული რეაქცია გექნებათ. უსიამოვნებებია მოსალოდნელი სამსახუირშიც, რადგან სწორედ ახლა იჩენენ თავს ძველი შეცდომები და დაუსრულებელი საქმეები, მოჭარბებული სიზარმაცე კი, უფრო მეტად დაამძიმებს ისედაც რთულ სიტუაციას. თქვენს წინააღმდეგ გააქტიურდებიან მოშურნეები და ფარული მტრები, მოიმატებს ჭორები და ინტრიგები. არაა გამორიცხული თავადაც მოგიწიოთ შეტევაზე გადასვლა, რადგან მხოლოდ ამგვარი გააქტიურებით შეძლებთ საკუთარი ინტერესების და პოზიციის დაცვას.

 

* ტყუპები – მართალია, საგრძნობლად მატულობს ენერგოტონუსი, ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, მაგრამ რადგან დედამიწა ნეგატიურ ენერგოველშია, სხვა ზოდიაქოს ნიშნების მსგავსად თქვენც შეგექმნებათ გარკვეული პრობლემები. გაამახვილეთ ყურადღება მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე, რადგან ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება ნაკლებად შედეგიანი იქნება და თქვენც ფუჭად დახარჯავთ დროს და ენერგიას. სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ გარშემომყოფებთან ურთიერთობაშიც, მოიმატებს ინტრიგები და ჭორები, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს თქვენს ავტორიტეტს და დაგაკარგინებთ საკუთარი თავის რწმენას. ნაკლებად წარმატებული პერიოდია ქორწინებისთვის, ცოდნის შესაძენად და შემოქმედებითი პროექტების დასაწყებად.

 

* კირჩხიბი – შეძლებთ ინიციატივის გამოჩენას და საკუთარი სურვილების რეალიზაციას, თუმცა, ამგვარი აქტივობა 13 აპრილის შემდეგ უფრო წარმატებული იქნება, მანამდე კი, სირთულე და პრობლემა უფრო მეტი შეგექმნებათ. მოიმატებს ჭორები და ინტრიგები, თქვენს წინააღმდეგ გააქტიურდებიან მოშურნეები და ფარული მტები, რაც თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს და მოთმინებასაც დაგაკარგინებთ, საკუთარ პრობლემებზე ზრუნვა კი, გაიძულებთ მაქსიმალურად შეზღუდოთ ურთიერთობა გარშემომყოფებთან, რაც თავის მხრივ მეტად ნეგატიურად იმოქმედებს თქვენს გუნება-განწყობაზე და დეპრესიის მიზეზიც გახდება.

 

* ლომი – საკმაოდ აქტიური და მრავალფეროვანი კვირაა, რომელიც არ მოგცემთ მოდუნების საშუალებას. შეძლებთ უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებას, ახალი შთაბეჭდილებების და სასარგებლო ცოდნის შეძენას. მიგიზიდავთ ყველაფერი ექსტრემალური, გექნებათ მოგზაურობის და საკუთარი ნოვატორული იდეების განხორციელების სურვილი. თუმცა, ზედმეტად გაგიტაცებთ ილუზიები, საკუთარი თავის ძიებით გართულს კი, დაგავიწყდებთ ყოველდღიური  მოვალეობები, რაც მატერიალურ დანაკარგებსაც მოგიტანთ და უსიამოვნებებსაც შეგიქმნით სამსახურში.

 

* ქალწული – საკმაოდ რთული პერიოდია. მცირდება ენერგოტონუსი, ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, ნაკლებად სტაბილური იქნება. შესაძლოა ადვილად გაცივდეთ ან გადაიღალოთ, გაგიჭირდეთ ემოციების მართვა და რეალობის ობიექტურად აღქმა. ეჭვით შეხედავთ გარშემომყოფებს, რაც კიდევ უფრო დაძაბავს თქვენს შორის ურთიერთობას, უსიამოვნებები ახლობლებთან კი, გაიძულებთ სამუამოდ დაშორდეთ ზოგიერთ მათგანს.

 

* სასწორი – საკმაოდ რთული, იმედგაცრუების კვირაა. ახლებურად დაინახავთ ძველ ნაცნობებს და ეჭვს შეიტანთ მათ სანდოობაში, მოთხოვნათა უმეტესობა კი, რომელთაც კოლეგებს წაუყენებთ, არ შესრულდება და ისევ გაგიცრუვდებათ იმედები. მეტად იქნებით დამოკიდებული საქმიან პარტნიორებზე, ამიტომ თუ საერთო ფინანსები გაქვთ, დროულად გაარკვიეთ რა წილის მფლობელი ხართ, რადგან გაურკვევლობა აუცილებლად გამოიწვევს პრეტენზიებს და ურთიერთობის დაძაბვას. დედამიწის უარყოფით ენერგოველში მოხვედრით გამოწვეული სირთულეები თვის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, 13 აპრილიდან სიტუაცია შედარებით გამოსწორდება, მანამდე კი, თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და ახალი პროექტების დაწყებისგან.

 

* მორიელი – მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობას. დაისვენეთ და გადაერთეთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე, რადგან არაა გამორიცხული თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებმა გაგაღიზიანოთ, გული დაგწყვიტოთ და საკმაოდ ნეგატიური გავლენა მოახდინონ თქვენს ფსიქო-ემოციონალურ მდგომარეობაზე. გაგიჭირდებათ მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთგაგების მოძებნა, მიხვდებით, რომ ახლობლები რაღაცას გიმალავენ და კიდევ უფრო დაიძაბება თქვენს შორის ურთოიერთობა. კონფლიქტებია მოსალოდნელი საქმიან პარტნიორებთანაც, რადგან თქვენს შორის წარმოქმნილი გაუგებრობა სერიოზულ ფინანსურ პრობლემებში გადაიზრდება და შესაძლოა სასამრთლოშიც მოგიწიოთ საქმის გარჩევა.

 

* მშვილდოსანი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, შეძლებთ ახალი პროექტების წამოწყებას და საინტერესო იდეების რეალიზებას, მაგრამ შეგექმნებათ სირთულეებიც, რადგან ასტრალური ენერგია ნეგატიურ გავლენას მოახდენს თქვენს ემოციონალურ მდგომარეობაზე, მიზნების განხორციელებას კი, უფრო მეტი დრო და ენერგია დასჭირდება, ვიდრე თქვენ გეგმავდით. უსიამოვნებებია მოსალოდნელი ახლობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობებაშიც, გამოიჩინეთ დიპლომატია, მოთმინება და განსაკუთრებული თავშეკავება ფულის ხარჯვისას, რათა ფინანსების უყაირათო ხარჯვით არ შეიქმნათ დამატებითი პრობლემები.

 

* თხის რქა – არასასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი როგორც პროფესიონალურ საქმიანობაში, ისე გარშემომყოფებთან ურთიერთობაში, რაც საკმაოდ ნეგატიურად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე, დაგაკარგინებთ წონასწორობას და საკუთარი თავის რწმენას. არაა გამორიცხული დაუბრუნდეთ ძველ და დაუსრულებელ საქმეებს, სერიოზული პრობლემებია მოსალოდნელი სასიყვარულო პარტნიორთან ან საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაშიც, რადგან საკუთარი სურვილის მიუხედავად მოგიწევთ მათი დახმარება, ეს კი, დიდ დროს, ენერგიას წაგართმევთ და თქვენს საქმეებსაც აზარალებს.

 

* მერწყული – მართალია, გაემგზავრებით სამოგზაუროდ და გექმნებათ საინტერესო შეხვედრები, მაგრამ არც ერთი, არც მეორე არ მოგიტანთ პოზიტიურ შედეგებს და განსაკუთრებულ სიხარულს. კონფლიქტებია მოსალოდნელი მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობაშიც. სიფრთხილე გამოიჩინეთ ოფიციალური დოკუმენტების გაფორმებისას, რათა არ დაუშვათ რთულად გამოსასწორებელი იურიდიული შეცდომები.

 

* თევზები – საკმაოდ რთული კვირაა. იძულებული გახდებით სწრაფად გადაწყვიტოთ მატერიალური პრობლემები ან მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები. არაა გამორიცხული სირთულეები შეგექმნათ საგადასახადო სამსახურებთან, მოგიწიოთ ვალების გასტუმრება და გაუთვალისწინებელი ხარჯების გაწევა. ამ კვირაში არ ღირს ფულის არც ვალად გაცემა, არც სესხად აღება, რადგან არასერიოზული დამოკიდებულება ფინანსების მიმართ მომავალში აუცილებლად პრობლემების მოგიტანთ.უსიამოვნებები გექნებათ  სამსახურშიც, რადგან მოგიწევთ ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან ურთიერთობის გარკვევა, კომპრომისებზე წასვლა და გარკვეული პრივილეგიების დათმობა.

 

გეომაგნიტური დღეები – 3, 4, 7 და 8 აპრილი.