ჩინურმა კომპანიამ Huawei კორეელ მწარმოებელს სასამართლო დავა მოუგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, Samsung-ს ჩინური ბრენდის ფიჭური ტექნოლოგიების უნებართვოდ გამოყენების გამო 80 მილიონი იუანის გადახდა დაეკისრა. ლიცენზირებული ტექნოლოგიის უნებართვოდ გამოყენების ბრალდებით, Samsung-ის წინააღმდეგ მსგავსი ტიპის საქმე კომპანია Apple-მაც წამოიწყო და წარმატებით დაასრულა. კორეული ბრენდის წარმომადგენლობა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. Huawei-იმ ჯერ კიდევ წინა წლის მაისში დაიწყო კორეელების წინააღმდეგ ბრძოლა. შემოწმებული იქნა Samsung-ის 20-მდე გაჯეტი, რომელშიც, როგორც ჩინური მწარმოებლი ადასტურებდა, მათი ტექნოლოგიური რესურსი ლიცენზიის გარეშე იყო გამოყენებული.
2016 წლის მონაცემებით, Huawei მსოფლიოში სმარტფონების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწარმოებელია გაყიდვების მაჩვენებლით, თუმცა, მას უსწრებდა Samsung. სწორედ ამიტომ ამ ორ კომპანიას შორის დავის წამოწყება მარტივ მიზეზსაც შეიძლება გამოეწვია.
მიუხედავად Huawei-ის გამარჯვებისა, კომპანიის პროდუქციის გაყიდვას დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ბანი დაედო.
