LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნის ახალი ბოიფრენდის გასაკონტროლებლად, ჯეიმი სპირსმა კერძო დეტექტივი დაიქირავა

ბრიტნი სპირსის ახალი ბოიფრენდი, სემ ასგარი, პირველივე ნახვის შემდეგ არ მოეწონა ვარსკვლავის მამას. ახალგაზრდა, სიმპატიურ ბიჭში მან ქალების მოყვარული მამაკაცი დაინახა, რომელიც მისი ქალიშვილის სახელით პოპულარობის მოხვეჭას ცდილობს.

როგორც გამოცემა RadarOnline-ის ინსაიდერები ირწმუნებიან, ჯეიმი სპირსმა კერძო დეტექტივები დაიქირავა, რომლებიც ასგარის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებენ.  ასეთ რადიკალურ ნაბიჯს კი ჯეიმსი იმიტომ მიმართავს, რომ 2008 წელს, ბოიფრენდთან დაშორების შემდეგ ბრიტნის ნერვიული აშლილობა დაეწყო, მის გვერდში კი მხოლოდ მამამისი იყო. მას შემდეგ ჯეიმსი ქალიშვილის ფინანსურ ცხოვრებასაც აკონტროლებს.