ახალ ორლეანში ფილმის „წყალქვეშ“ გადაღებები მიმდინარეობს. პროექტში ერთ-ერთ მთავარ როლზე კრისტენ სტიუარტი რამდენიმე თვის წინ დაამტკიცეს. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ გადამღებ ჯგუფს ვენსან კასელი შეუერთდა.
„წყალქვეშ“ – თრილერის ჟანრის ფილმია, სადაც მთავარი პერსონაჟები გადარჩენისთვის იბრძვიან. სტიუარტის და კასელის გარდა მასში ტი ჯეი მილერი და ჯესიკა ჰენვინკი მონაწილეობენ.
ფილმის ეკრანებზე გამოსვლის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.
