კომპანია Tesla Motors-მა Ford-ს კაპიტალიზაციის დონით გაასწრო. The Wall Street Journal წერს, რომ Tesla-ს აქციები მას შემდეგ რაც რეკორდული გაყიდვების შესახებ გაჟერდა, ერთბაშად 7%-ით გაიზარდა. Tesla-ს საბაზრო ღირებულება 48,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და ამ გზით ამერიკულ საავტომობილო კონცერნებს შორის მეორე ადგილი დაიკავა. პირველი ადგილი General Motors-ს უჭირავს, რომლის საბაზრო ღირებულებაც 51,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის პირველ კვარტალში Tesla-მ რეკორდული რაოდენობის – 25 000 ავტომობილი გაყიდა, ეს კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 69%-ით მეტია.
2016 წელს ელექტროქარების მწარმოებელმა დაახლოებით 76 000 ავტომობილი გაყიდა, შედარებისთვის გეტყვით რომ Ford-ის გაყიდვები გასულ წელს 6,7 მილიონ ავტომობილს შეადგენს.
