დროთა განმავლობაში, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ყველგან იცვლება, მათ შორის სამეფო ოჯახშიც, თუნდაც ეს ბრიტანული იყოს.
პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა აღიარეს, რომ შვილების დაბადების შემდეგ აღზრდის ზოგიერთ მეთოდზე მათი წარმოდგენა შეიცვალა. უილიამის აზრით, აუცილებელია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ბავშვები თავისუფლად იგრძნობენ თავს. მისი აზრით, მცდარია მიდგომა, რომ როდესაც რაღაც არ მოგწონს, უნდა მოითმინო. პრინცი აცხადებს, რომ ყველანაირ დისკომფორტზე ხმამაღლა უნდა ისაუბრო და მოხარულია, რომ მომავალ თაობაში ამის პერსპექტივას ხედავს.
როგორ მიიღებენ მის ამ განაცხადს სამეფო ოჯახის სხვა წევრები, უცნობია, თუმცა უილიამის ნათქვამის სისწორეში საზოგადოება ჯერ კიდევ მაშინ დარწმუნდა, როდესაც მისმა უმცროსმა ძმამ, ჰარიმ დედის გარდაცვალებით გამოწვეულ განცდებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ფაქტის შემდეგ, თითქმის 20 წელი თავის ემოციებზე ვერ საუბრობდა.
