კომპანია ”ჯი-თი მოტორსი” მსურველებს Ford Fiesta-ს უპრეცედენტო ფასად სთავაზობს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათთან აღნიშნული ავტომობილის შეძენა საქართველოში ყველაზე იაფადაა შესაძლებელი.
Ford Fiesta კომპანია 2 წლიანი სრული გარანტიით 9450 დოლარად ყიდის. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ამ ფასად ”ფორდ ფიესტას” რაოდენობა შეზღუდულია, ყველა ავტომობილის ფერი კი რომელიც ამ ფასად იყიდება თეთრია.
Ford Fiesta ეს არის ეკონომიური, გამძლე და კომფორტული ავტომობილი, რომელიც გათვლილია თქვენი მიზნების მისაღწევად.
ის აღჭურვილია 5 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით და 1.25 ლიტრიანი 4 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც წუთში 82 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
რაც შეეხება საწვავის მოხმარებას. ეს მოდელი ქალაქში 6.8 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, ქალაქგარეთ 4.3. ლიტრს, ხოლო შერეულ გზებზე მისი საწვავის ხარჯი 5.2 ლიტრ ბენზინს შეადგენს.
ეს არის პატარა ავტომობილი, რომელიც თქვენ დიდ სურვილებს დააკმაყოფილებს.
