„ტელეგრაფი“ იმ 10 ფილმის სიას აქვეყნებს, რომლებიც გახმაურებული წიგნების მიხედვითაა გადაღებული. საინტერესო კი ისაა, რომ ამ ფილმების რეიტინგმა სწორედ იმ წიგნების რეიტინგს გადაუსწრო, რომლიც მიხედვითაც კინოსურათი გადაიღეს.
ფრენსის ფორდ კოპოლას 1972 წლის კრიმინალური დრამა, რომელიც მარიო პუზოს პოპულარულ ნოველაზეა დაფუძნებული. ფილმის რეიტინგი 4.6-ს შეადგენს, მაშინ როცა წიგნის რეიტინგი მხოლოდ 3.34-ია.
ოსკარის ტრიუმფატორი, 1994 წელს გადაღებული ფილმი დაფუძნებულია ვინსტონ გრუმის ამავე სახელწოდების რომანზე. ცნობილი ფილმის რეიტინგი 4.4-ია, ხოლო რომანისა, 3.24.
ფრენკ დარაბონტის მიერ 1994 წელს გადაღებული დრამა სტივენ კინგის ცნობილ რომანზე „რიტა ჰეინვორტი და გაქცევა შოუშენკიდან“ არის დაფუძნებული. წიგნის რეიტინგი 3.45-ია, ხოლო ფილმისა, 4.65.
კიდევ ერთი ოსკაროსანი ფილმი ტომას კენალის 1982 წელს გამოქვეყნებული ბიოგრაფიული რომანის მიხედვითაა გადაღებული. წიგნის რეიტინგი 3.47-ია, ხოლო სტივენ სპილბერგის ფილმის, 4.45.
ჩარლზ ვების პოპულარული ნოველის მიხედვით გადაღებული ფილმი, რომელიც 60-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფილმიც გახდა. მაიკლ ნიკოლსის კინოსურათის რეიტინგი 4-ია, წიგნისა კი, 3.
პიტერ ჯექსონის მიერ გადაღებული ტრილოგიის რეიტინგი IMDb-ზე ოდნავ მაღალია წიგნის რეიტინგზე. ფილმის რეიტინგი 4.4-ია, ხოლო წიგნისა, 3.53.
ტომას ჰარისის დეტექტიური რომანის ეკრანიზაცია ჯონათან დემეს ეკუთვნის. საშინელებათა ფილმის რეიტინგი 4.3-ია, ხოლო წიგნისა 3.41.
დარენ აროფონსკის 2000 წელს გადაღებული ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება. ფილმის რეიტინგი 4.2-ია, ხოლო წიგნის 3.47.
სტენლი კუბრიკის მიერ 1971 წელს გაადაღებული ლეგენდარული ფილმი, რომლის რეიტინგმაც 4.15-ს მიაღწია. ამავე სახელწოდების რომანის რეიტინგი კი 3.41-ია.
სამეცნიერო ფანსტასტიკის ჟანრის ფილმი, რომლის სცენარზეც სტენლი კუბრიკი და არტურ ჩარლზ კლარკი ერთად მუშაობდნენ. ფილმი სწორედ კლარკის ნოველას ეფუძნება, რომლის რეიტინგიც 3.58-ია, თავად ფილმის კი, 4.15.










