LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლა ლა ლენდის“ რეჟისორი ახალ მუსიკალურ დრამაზე მუშაობს

დემიენ შაზელის მიუზიკლი „ლა ლა ლენდი“ 2016 წლის ნამდვილი აღმოჩენა და ჰიტი გახდა. ფილმმა პრესტიჟული ჯილდოები და ნომინაციები მოიპოვა, ამიტომ გასაკვირი არ ყოფილა, რომ მისმა შემქმნელმა ახალი ფილმის გადაღება გადაწყვიტა.

ფილმში მოქმედება პარიზში განვითარდება. მთავარი გმირები – კლუბის მეპატრონე, მისი მუსიკალური ჯგუფი და გარშემომყოფები არიან. ვინ მიიღებენ მონაწილეობას მიუზიკლში და როდის შედგება პრემიერა, უცნობია.