LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook–მა საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული პირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს ხელისუფლებამ ერთი წლის განმავლობაში ინფორმაცია Facebook–დან 86 პროფილის შესახებ გამოითხოვა. ამის შესახებ Facebook–მა ანგარიში გამოაქვეყნა.

 

უფრო დეტალურად:

Facebook–ის ანგარიშის მიხედვით 2016 წლის იანვრიდან ივლისამდე საქართველოს ხელისუფლებამ მათ 30 –ჯერ მიმართა მთლიანობაში, 60 ექაუნთის შესახებ ინფორმაციაზე. ამ მოთხოვნებიდან FB–ს ადმინისტრაციამ 53.33% დააკმაყოფილა.

ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ხელისუფლებამ FB–ს 15–ჯერ მიმართა 26 პროფილის შესახებ, ამ მოთხოვნებიდან FB–მ 86,7% დააკმაყოფილა.

 

“ლიდერი” და მეზობელი ქვეყნები:

ანგარიშის მიხედვით, მსგავსი მოთხოვნებით, პაკისტანი და პოლონეთი ლიდერობს, რომლებმაც, FB–ს ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით, ორი ათასჯერ მიმართეს.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რუსეთმა FB–ს 4–ჯერ მიმართა, სომხეთმა – 16–ჯერ, აზერბაიჯანმა 10–ჯერ, ხოლო თურქეთმა 1452–ჯერ.

Facebook რეგულარულად აწარმოებს მსგავსი მოთხოვნების შესახებ ანალიზს და მონაცემებს 6 თვეში ერთხელ აქვეყნებს.

Facebook მხოლოდ იმ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეებთანაა დაკავშირებული და ინფორმაცია აუცილებელია საქმის გამოსაძიებლად.

 

თამთა უთურგაშვილი