LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა მშობლებს აუკრძალა, ბავშვებს სახელად სასვენი ნიშნები, ან სალანძღავი სიტყვები დაარქვან

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს ბავშვებისთვის ციფრების, სალანძღავი სიტყვების, სასვენი ნიშნებისა და თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვების ბავშვებისთვის დარქმევას, ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

კანონი რუსეთის პარლამენტი მიიღო და ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა. აქამდე მშობლები არასოდეს ყოფილან შეზღუდულები ბავშვის სახელის დარქმევისას და შესაბამისი ორგანოები იძულებულები იყვნენ მშობლებისთვის სასურველი სახელი დაერეგისტრირებინათ.

„რია მოვოსტის“ ინფორმაციით, მხოლოდ მოსკოვში არსებობს დარეგისტრირებული სახელები: ხრისტამრირადოსი, დელფინი, პრინცესა დანიელა, ლუკა-ბედნიერება სამერსეტ ოუშენი, აპრილი, ოკეანა და ა.შ.