თურქეთმა ქვეყნის შიდა ტერიტორიის მასშტაბით გლობალურ ენციკლოპედიასთან წვდომა დაბლოკა. როგორც ოფიციალური მხარე აცხადებს, აღნიშნული ბრძანება ადმინისტრაციულ მიზნებს ითვალისწინებს, თუმცა მიზეზზე, რის გამო განხორციელდა Wikipedia-ს წინააღმდეგ აღნიშნული ქმედება, ოფიციალური მხარე დუმს. თურქული მედია აცხადებს, რომ ერთ-ერთი მთავარი რამ, რის გამოც ქსელი ადგილობრივებისთვის დაიბლოკა ქვეყნის მოთხოვნის შეუსრულებლობა იყო. თურქეთი Wikipedia-დან ყველა იმ ჩანაწერის გაქრობას მოითხოვდა, რომელიც ტერორის მხარდამჭერად მოიაზრება.
თურქეთში გლობალური ქსელი 08:00-დან მიუწვდომელია. ისტანბულის მოსახლეობას Wikipedia-სთან წვდომა მხოლოდ Virtual Private Network (VPN)-ს გამოყენებით შეეძლოთ.
