LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსი Radio Disney Music Awards 2017-ის საპატიო სტუმარი იყო

გასულ უქმეებზე ლოს-ანჯელესში Radio Disney Music Awards 2017-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წითელ ხალიჩაზე უამრავი ცნობილი სახე შეიკრიბა, თუმცა საღამოს მთავარი ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი გახდა, რომელმაც პრემია „პოპ-მუსიკის ხატი“ დაიმსახურა.

სპირსთან ერთად წითელ ხალიჩაზე ნიკ ჯონასის, მაილი საირუსის უმცროსი დის, ნოა საირუსის, ჰეილი სტაინფელდისა და სხვა ვარსკვლავების ნახვა იყო შესაძლებელი.

My boys and @nickjonas woo hoo🌹#RDMA

A post shared by Britney Spears (@britneyspears) on