LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიომ „კლიმატური“ სამართლიანობის მიტინგში მონაწილეობა მიიღო

რამდენიმე დღის წინ ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოპოვების გაფართოებითი სამუშაოების დაწყების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით „კლიმატური“ მიტინგი მოეწყო, რომლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო იყო. ვარსკვლავი ვაშინგტონის ქუჩებში დანარჩენ მომიტინგეებს შეუერთდა.

გარემოს აქტიური დამცველის გამოჩენა აღნიშნულ აქციაში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების 100 დღის იუბილეს დაემთხვა, რამაც საზოგადოების ყურადღება ერთიორად მიიპყრო.

დიკაპრიომ საკუთარ „ინსტაგრამზეც“ განათავსა რამდენიმე ფოტო და მიტინგის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა. „დღევანდელმა დღემ მაჩვენა, რომ ჩვენს პლანეტას მომავალი აქვს. „კლიმატურ“ სამართლიანობას ერთად შევებრძოლებით, ამისი დრო დიდი ხანია დადგა“, – განაცხადა დიკაპრიომ.