ბოლო პერიოდი ბრიტნი სპირსი, ფაქტობრივად, სპორტდარბაზში ცხოვრობს. 35 წლის მომღერალს 23 წლის ბოიფრენდი ჰყავს, რაც როგორც ჩანს, მისთვის დიდი სტიმულია.
ფაქტიც არის, რომ სპირსის ყველა ძალისხმევა შედეგიანია: თავის „ინსტგარამზე“ მან მორიგი ფოტოები გააზიარა. ერთ მათგანზე ბრიტნი დემონსტრირებას რელიეფურ პრესს უწევს, მეორეზე კი – იდეალურ შპაგატს.
თაყვანისმცემლები მისი გარდასახვით აღფრთოვანებულები არიან და ვარსკვლავის სხეულის მისამართით კომპლიმენტებს არ იშურებენ.


