წუხელ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი, გრიგოლ მიქავა დააკავეს, რომელიც რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, დაკავება ნარკოტიკულ საშუალებას უკავშირდებოდა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით მოხდა.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას ან შენახვას გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ექიმის დანიშნულების გარეშე და იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად ჩაითვლება, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით,“ – განაცხადეს მიქავას დაკავებასთან დაკავშირებით შსს-ში.
