მოგესალმებით, ეთერში ავტოსიახლეების დრო დადგა მე თამთა უთურგაშვილი ვარ და დღეს Suzuki-ის მარკის ახალი ახალ ავტომობილზე მოგიყვებით.
„სუზუკიმ“ თავის პოპულარულ ქროსოვერ „S-ქროსის“ განახლებული ვერსია შანჰაის მოტორ შოუზე წარადგინა.
ახალი ავტომობილის მთავარი გარეგნული თავისებურება, მისი რადიატორის ახალი ცხაურია, რომელიც სქელ ქრომირებულ არშიაშია ჩასმული და ვერტიკალური, ასევე ქრომირებული „ნეკნები“ აქვს. შუაში კი კომპანიის ლოგო ამშვენებს.
რადიატორის ორივე მხარეს LED პროჯექტორ-ფარები განლაგდა, რომლებსაც ასევე ქრომირებული ელემენტები აქვს.
ეს ქროსის განახლებული ვერსიის სალონში ყველაფერი თითქმის უცვლელად დარჩა. ახალი მხოლოდ 7.0-დუიმიანი სენსორული ეკრანია.
განახლებული Suzuki S–Cross–ის ძრავების გამაშია 1.4-ლიტრიანი ტურბო ძრავი, რომელიც 103 ცხენის ძალას იძლევა. მასთან წყვილში მუშაობს 6-საფეხურიანი მექანიკური ან ავტომატური გადაცემათა კოლოფები.
მეორე ძრავია 1.6-ლიტრიანი, რომელიც 122 ცხენის ძალას და 158 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მასთან 5-საფეხურიანი მექანიკური ტრანსმისია, ან უსაფეხურო CVT მუშაობს. ორივე ძრავის შემთხვევაში, მყიდველს სრულ ამძრავიან სისტემასაც შესთავაზებენ.
