სვირინგი მაილი საირუსისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. მომღერალს რამდენიმე მცირე და დიდი ზომის ტატუ სხეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს. რამდენიმე დღის წინ კი, გოგონას ხელზე მორიგი გამოსახულება გამოჩნდა – ამჯერად მისი ძაღლის, ემუს პორტრეტი.
ამ საქმისთვის მაილიმ ტატუს ცნობილ პროფესიონალს, ექიმ ვუს მიმართა, რომლის მომსახურებითაც წლებია კარა დელევინი სარგებლობს. სწორედ მან გამოაქვყნა ფოტო წარწერით: „პატარა ემუ თავის დედაზე გამოისახა“.
მაილი – ცხოველების უფლებების აქტიური დამცველია. მის სახლში ძაღლები, კატები და გოჭიც კი ცხოვრობს. უმეტესი მათგანი საირუსმა ქუჩაში იპოვა და სახლში წაიყვანა.
