LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ბეიმ მეორე სტოუნჰენჯი ააშენა, რათა „ტრანსფორმერებისთვის“ ააფეთქოს

სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, რომ რეჟისორ მაიკლ ბეის თავის ფილმებში ძალიან უყვარს აფეთქებები და მის პროექტებში ამ პროცესის ნახვა საკმაოდ ხშირად არის შესაძლებელი. თუმცა „ტრანსფორმერები 5“-ის გადაღებებზე ამ იდეის განსახორციელებლად მან საკმაოდ თამამ გზას მიმართა – ააშენა მეორე სტოუნჰენჯი, რათა მისი აფეთქება გადაიღოს.

ასეთი გადაწყვეტიულება მან მას შემდეგ მიიღო, რაც ღირსშესანიშნაობის ფონზე მას აფეთქების სცენის გადაღების უფლება არ მისცეს.

„ტრანსფორმერების“ მეხუთე ნაწილი კინოთეატრებში 22 ივნისიდან გამოჩნდება.