LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთი დაძაბულ დებატებს უყურებს: მაკრონისა და ლე პენის დაუნდობელი ბრძოლა გამარჯვებისთვის (live)

საფრანგეთი საარჩევნო კამპანიის პიკი სწორედ დღეს არის – ორი კანდიდატის ემანუელ მაკრონისა და მარინ ლე პენის დებატები პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს.

საფრანგეთში მიიჩნევენ, რომ ეს მეორე ტურისთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გადამწყვეტი ბრძოლაა.

არჩევნებამდე 4 დღით ადრე, გამოკითხვებში ცენტრისტი ემანუელ მაკრონი ლიდერობს.  ხანგრძლივ დებატებს საფრანგეთში პირდაპირ ეთერში გადასცემენ და მას სულ მცირე 20 მლნ მაყურებელი ჰყავს.

დებატები ურთიერთბრალდებების , დაპირისპირებისა და ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს. საუბარი ძირითადად ეკონომიკურ პრობლემებს, უმუშევრობასა და კანდიდატების პროგრამას ეხება.

 

საინტერესო მონაკვეთები დებატებიდან

ორივე კანდიდატის ჩაცმულობა დებატების დროს იდენტურია: მარინ ლე პენს მუქი ლურჯი შარვალ-კოსტუმი, თეთრი მაისური და შავი ფეხსაცმელი აცვია. მაკრონსაც ზუსტად ასე, ის მხოლოდ ერთი დეტალით – მუქი ლურჯი ჰალსტუხით გამოირჩევა ლე პენისგან.

მარინ ლე პენმა მაკრონს დებატების დროს შემდეგი წინადადებით მიმართა: “ნუ მეთამაშებით კატა-თაგვობანას, ეს ჩემი სტილი არაა”.

დებატები თავიდანვე ცხარე კამათში გადაიზარდა. კანდიდატები ერთმანეთს საუბარს არ აცდიდნენ.

ლე პენმა სამუშაოების შექმნის პირობა გასცა. ასევე, მან თქვა, რომ საზღვარგარეთ ფრანგულ კომპანიებს ოპერირებაში დაეხმარება.

მაკრონის დაპირება: 35 საათიანი სამუშაო საათი კვირაში და საპენსიო ასაკის 62 წლამდე გაზრდა.

ლე პენის დაპირება: სამსახურში უცხოელების დაქირავებაზე დამატებითი გადასახადის დაწესება- ანუ პრიორიტეტის მინიჭება ფრანგებს. 35 საათიანი სამუშაო საათი კვირაში და საპენსიო ასაკად 60 წლის დაწესება.

მაკრონმა ლე პენს მიმართა: თქვენი სტრატეგიაა თქვათ მეტი ტყუილი რადგან, შესათავაზებელი არაფერი გაქვთ.

 

დებატები, როგორ ტრადიცია

დებატები ზუსტად იმ სატელევიზიო სტუდიაში გაიმართა, სადაც 5 წლის წინ ფრანსუა ოლანდი და ნიკოლა სარკოზი შეხვდნენ გადამწყვეტ სატელევიზიო დულეში ერთმანეთს. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საპრეზიდენტო კანდიდატების პირდაპირ ეთერში დაპირისპირება საფრანგეთში ერთგვარი ტრადიციაა, რომელიც 1974 წლიდან იღებს სათავეს.