LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ქვეწარმავლები გამოჩნდნენ

რუსთავში ქვეწარმავლების გამოჩენის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოს ცენტრის დირექტორის დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა, ოთხივე მისამართზე მოახდინეს ქვეწარმავლების დაჭერა.

„სამუშაო ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, გამოძახების შემთხვევაში ადგილზევე მოხდება შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს, მივმართავ მოსახლეობას ქვეწარმავლის შემჩნევის შემთხვევაში აუცილებლად მოგვმართონ“ – აცხადებს ბეგაშვილი.

რუსთავი ქვეწარმავლებისთვის აქტიური ზონაა, თუმცა ბოლო წლებში საშიში და შხამიანი ქვეწარმავალი არ დაფიქსირებულა.