LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”როგორც კი ჩვენი იდეის შესახებ მოვახსენეთ, მაშინვე დაგვეთანხმა”

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” ჯგუფი ”გამა” ესტუმრა.


გაგვაცანით თქვენი თავი…

ჩვენ ვართ ჯგუფი ”გამა”, ჯგუფში ექვსი წევრია და წელიწადი და ოთხი თვეა რაც ვარსებობთ. თბილისში შევიკრიბეთ და ეს რა თქმა უნდა მეგობრობის წყალობით მოხდა. მე ვარ მახო რეხვიაშვილი, ვუკრავ ფანდურს და ვარ ხმის რეჟისორი, ჯგუფის დაამარსებელი და სულის ჩამდგმელი არის გიორგი ჯეირანაშვილი, დასარტყამ ინსტრუმენტზე ხვიჩა დიდებაშვილი უკრავს, მათე მანგოშვილი პირველი ხმაა, გიორგი გორელიშვილი ჩვენი სოლისტია, ხოლო გოგა მიქელაძე კი გარმონზე უკრავს. მუსიკალური განათლება თითქმის ყველას გვაქვს.


რატომ ”გამა”?

უბრალოდ რაღაც ხომ უნდა დაგვერქმია.


პროდიუსერი თუ გყავთ?

ჩვენს პროდიუსერობას გიორგი ჯეირანაშვილი ითავსებს. საკუთარი სახსრებით ვწვალობთ.


რეპერტუარში რამდენი სიმღერა გაქვთ?

თხუთმეტი სტუდიური ჩანაწერი გვაქვს, მათგან მხოლოდ ოთხი გავასაჯაროვეთ.


ალბომს გეგმავთ?

დიახ, რა თქმა უნდა ვგეგმავთ, თუმცა სახსრების უქონლობის გამო თავს ვიკავებთ.


ვინ წერს თქვენს საავტორო სიმღერებს?

ვცდილობთ ხოლმე, რომ გადამღერებული სიმღერები არ ვიმღეროთ. სიმღერებს ყველა ერთად ვწერთ, ტექსტებს კი ნინო ყველაშვილი წერს ჩვენთვის. ნინო ჩვენი მეშვიდე წევრია.


რესტორანში თუ მღერით?

არა არსად არ ვმღერით, თუმცა სურვილი გვაქვს. არავინ დაგვიძახა ჯერ…


მოგვიტანეთ დუეტი თამარ ალადაშვილთან ერთად…

ბიჭები სტუდიაში ვიყავით და ვსაუბრობდით, რომ სულ მარტო ვმღერით. გადავწყვიტეთ, თამუნა ალადაშვილისთვის შეგვეთავაზებინა, ჩვენთვის ფოლკლორში თამუნა საუკეთესოა. თამუნა
ნინო ყველაშვილის მეგობარია და მისი მხრიდან დავურეკეთ, როგორც კი ჩვენი იდეის შესახებ მოვახსენეთ, მაშინვე დაგვეთანხმა.


როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სიმღერის სახელწოდებაა ”ხმა ამაიღე ფანდურო”. ჩვენი მეგობრის, ვანო წიკლაურის ხსოვნას ვუძღვნით სიმღერას, რომელიც უკვე მუშავდება. მალე კლიპსაც გადავიღებთ, ვანოს ძმა, ლადო წიკლაური გადაიღებს და სოციალურ ქსელებში გავავრცელებთ.

ჯგ. გამა & თამუნა ალადაშვილი – ხმა ამოიღე ფანდურო

AudioJG. GAMA TAMUNA ALADASHVILI – XMA AMAIGE FANDURO

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audiojggamadueti1

ჯგ. გამა – შენ მახველ. Live

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge