LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერის ჯექსონი ფილმში მონაწილეობას მიიღებს

მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი, 19 წლის პერის ჯექსონი კინოინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს აკეთებს. ის მონაწილეობას მიიღებს კომედიაში და მას პარტნიორობას შარლიზ ტერონი და ამანდა სეიფრიდი გაუწევენ. ფილმის რეჟისორი ნეშ ედგერტონი იქნება. პროექტის სახელწოდება ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ პოპის მეფის ქალიშვილი მუდმივად ამტკიცებს, რომ მამამისის სიკვდილი არ ყოფილა შემთხვევითობა და ის გამიზნულად მოკლეს.