ბოლო დროს ჯონი დეპის გარშემო სკანდალები არ წყდება. ამჯერად, ჰოლივუდის ვარსკვლავზე საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა: როგორც აღმოჩნდა, მსახიობს ეზარება ფილმის სცენარის ტექსტების დაზეპირება და იმისათვის, რომ ყურსასმენებში მან მუდმივად კარნახობდნენ, ამაში ის დამატებით ფულს იხდის.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის დეპისა და მის ყოფილ მენეჯერებს შორის სასამართლო პროცესები იმართება. მათი განცხადებით, ჰოლივუდის ვარსკვლავი ფულს ფლანგავს და ყოველთვიურად საკმაოდ დიდ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს, რაც საბოლოოდ მის ფინანსურ მაჩვენებლებზეც აისახება. თავის მხრივ, დეპი აცხადებს, რომ ფული მისია და მას სურვილისამებრ დახარჯავს.
