ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა მაილი საირუსმა მონაწილეობა მიიღო ჟურნალ Billboard-ის მაისის ნომრის ფოტოსესიაში. ამას გარდა, საირუსმა ვრცელი ინტერვიუც მისცა, სადაც მუსიკაში დაბრუნებაზე საუბრობს.
მისი თქმით, ახალი სინგლი „Malibu“ უკვე 11 მაისს გამოვა და ის პირველი გახდება ახალი ალბომის მხარდასაჭერად, რომლის სახელწოდებაც და გამოსვლის თარიღიც ჯერ-ჯერობით უცნობია. დისკი რიგით მეექვსე იქნება მაილის შემოქმედებაში.
მომღერლის უკანასკნელი ექსპერიმენტული ალბომი „Miley Cyrus And Her Dead Petz“ 2015 წლის აგვისტოში გამოვიდა.
