LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანსუაზე საგანის საყვარელი ავტომობილი გასაყიდად გაიტანეს

ფრანგულმა აუქციონის სახლმა Stanislas Machoïr გასაყიდად სპორტული როდსტერი Lotus Seven გამოიტანა, რომელიც ფრანსუაზე საგანს ეკუთვნოდა.

აუქციონი 5 მაისს შედგება, მისი საწყისი ფასი 80-120 000 ევროა. როგორც აუქციონის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს იყო მწერლის საყვარელი ავტომობილი, მიუხედავად იმისა, რომ მას საავტომობილო კოლექცია ჰქონდა, რომელშიც სხვა მოდელებთან ერთად Ferrari California, რამდენიმე Jaguar და Aston Martin შედიოდნენ. აუქციონზე გატანილ ავტომობილს საგანი 1984 წლამდე ფლობდა, შემდეგ კი მისმა ამჟამინდელმა მფლობელმა შეიძინა. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ავტომობილი მწერლის ნამდვილ სახელსა და გვარზე, ფრანსუაზე კუორეზე იყო დარეგისტრირებული.

Lotus Seven ორ ადგილიანი სპორტული ავტომობილია ღია სახურავით, რომელსაც კომპანია 1957-1972 წლებში აწარმოებდა. მოდელი კომპანიის დამაარსებელმა კოლინ ჩეპმენმა შეიმუშავა და იყიდებოდა როგორც მზა სახით, ისე კომპლექტში დამოუკიდებლად აწყობისთვის.

ფრანსუაზა საგანი ფრანგი მწერალი და დრამატურგია, ის 1935-2004 წლებში ცხოვრობდა.