LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

80-იანი წლების კინოგმირების გიჟური რბოლა (ვიდეო)

YouTube-ზე მომხმარებელმა ნიკით Mark Rober რამდენიმე რგოლი გამოაქვეყნა, სადაც Hot Wheels-ის ავტომობილები დაბრკოლებებიან რბოლაში მონაწილეობენ – ისინი 1980-იანი წლების კინოგმირები არიან.

ტრასა, რომელზეც პაწაწინა ავტომობილები ერთმანეთს ეჯიბრებიან, სახლის შიგნით, გარშემო და წყალქვეშ გადიოდა. ამასთან რბოლისას ავტომობილებს გზაზე სხვადასხვა დაბრკოლებები, მაგალითად ღია ცეცხლი, ან გაზონის საკრეჭები ხვდებოდნენ.

ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, რომ ბავშვობის ოცნება აისრულა. გადაღებებში მან კადრების აჩქარებისთვის სპეციალური კამერები გამოიყენა. პრესაში წერენ, რომ ვიდეოს ავტორს სავტომობილო მშენებლობის სფეროში მაგისტრის ხარისხი აქვს და ათი წელი NASA-ში მუშაობდა.