LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სანრემო ჯუნიორი” ქართველმა გოგონამ მოიგო!

საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი “სანრემო ჯუნიორი” ქართველმა გოგონამ, ლიზი წერეთელმა მოიგო. ამის შესახებ მუსიკოსი გიგა კუხიანიძე წერს სოციალურ ქსელში.

როგორც გიგა აღნიშნავს:

“სასიხარულო ინფორმაცია. სანრემო ჯუნიორი მოიგო საქართველომ. გრანპრის მფლობელი გახდა – ლიზი წერეთელი. ვულოცავ და გამარჯვებული ვბრუნდებით 🎶🎶🎶🎶Nato Dumbadze Maka Davitaia Lizi Tsereteli”