ლაშა ღლონტმა „არ დაიდარდოს“ ექსკლუზიურად გაუმხილა, რომ თავის კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სიმღერაზე მუშაობს. მას მსმენელი ერთ თვეში მოისმენს. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალს ვთხოვეთ, ჯერჯერობით საიდუმლოდ დატოვა, რა სიმღერას ჩაწერს…
ლაშა ღლონტი:
სიმღერას, რომელზეც ახლა ვმუშაობ, საიდუმლოდ დავტოვებ. შემიძლია იმის თქმა, რომ ვფიქრობ, ჩემს კარიერაში ერთ-ერთ წარმატებულ სიმღერას ჩავწერ. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი მოლოდინი მაქვს. არ ვიცი, წინასწარ ვერასდროს გათვლი, რა იქნება წარმატებული და რა – არა, თუმცა ასეთი გათვლა მაქვს.
ახლა „ალილოსთან“ ერთად გასტროლი მაქვს, შემდეგ ორ ქვეყანაში მარტო მივემგზავრები. გასტროლებიდან დაბრუნების შემდეგ ამ ახალ სიმღერაზე დავიწყებ მუშაობას. მას მსმენელი დაახლოებით ერთ თვეში მოისმენს.
ნინო მურღულია
