LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი მიხეილ ცაგარელისგან (8-14 მაისი)

მიხეილ ცაგარელის კვირის (8-14 მაისის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

* ვერძი – საკმაოდ წარმატებული კვირაა. შეძლებთ პროფესიონალური პოზიციების გამყარებას და მატერიალურ მდგომარეობის გაუმჯობესებას, მეტად მნიშვნელოვანი პროექტების შესრულებას და იმ იდეების რეალიზაციას, რომელთა განხორციელებაზე დიდხანს ოცნებობდით. კარგი პერიოდია აქტიური კონტაქტებისთვის, შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, იძულებული გახდებით წახვიდეთ კომპრომისზე და გაითვალისწინოთ პარტნიორთა ინტერესები, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნებას.

* კურო – ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა მთელი წლის განმავლობაში. საგრძნობლად გაძლიერედება ენერგოტონუსი, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობის ფონზე კი, გაუმჯობესდება საერთო გუნება-განწყობა. გახდებით ბევრად აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი. შესაძლოა მიიღოთ მემკვიდრეობა ან მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა გავლენიანი ადამიანების დახმარებით. საკუთარი ავტორიტეტის, ანალიტიკური უნარის და ინტიუციის წყალობით კი, რომელიც მოვლენების წინასწარ განჭვრეტაში დაგეხმარებათ, შეძლებთ უშეცდომოდ მოქმედებას და მიმდინარე მოვლენებზე გავლენის მოხდენას, ფუჭად არ დახარჯავთ დროს მეორეხარისხოვანი საკითხების მოგვარებაზე და ყურადღებას მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანზე გაამახვილებთ, მარტივად დაძლევთ ძველ პრობლემებს, ეჭვებს და შიშებს. არაა გამორიცხული ზოგიერთმა თქვენგანმა ექსტრასენსორული შესაძლებლობებიც კი გამოავლინინოს.

* ტყუპები – საკმაოდ სტაბილური კვირაა. საკუთარი შარმისა და მომხიბვლელობის წყალობით პოპულარობას მოიპოვებთ საზოგადოებაში და შეძლებთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლების ყურადღების მიქცევას, ძლიერი ნებისყოფა კი, აუცილებლად დაგეხმარებათ კვირის ყველა პოზიტიურ შანსის გამოყენებაში, თუმცა, იძულებული გახდებით გაისტუმროთ ძველი ვალები ან შეასრულოთ ძველი დაპირებები, უარი თქვათ მავნე ჩვევებსა და იმ ცრურწმენებზე, რომლებიც ხელს უშლიან თქვენს წინსვლას და განვითარებას. თუმცა, შემცირებული ენერგოტონუსის ფონზე არ ღირს სარისკო გადაწყვეტილებების მირება და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება.

* კიჩხიბი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერედება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. შეძლებთ გააქტიურებას, ეფექტურად მოქმედებას და კოლექტიურ პროექტებში მონაწილეობით წარმატების მიღწევას, გარშემომყოფების კრიტიკა კი, გაღიზიანების ნაცვლად ერთგვარ სტიმულად იქცევა, რომელიც შინაგანი ეჭვებისა და კომპლექსებისგან განთავისუფლებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია მეგობრების და კოლეგების დახმარებით პროექტების რეალიზებისა და პროფესიონალურ საქმიანობაში მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად. თუმცა, ყველა წარმატება მაინც თქვენს კომუნიკაბელურობასა და დიალოგის სწორად წარმართვის უნარზე იქნება დამოკიდებული, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ საკუთარი პრინციპების დაცვას და სასურველი მიზნის მიღწევას, ქველმოქმედება და სხვათა დახმარება კი, მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს საზოგადოებაში და დაგეხმარებათ პოზიციების გამყარებაში.

* ლომი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. სუსტდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას, დაძლიეთ სულსწრაფობა და ფულის უყაირათოდ ხარჯვის სურვილი, რადგან ამ კვირაში სწორედ უნებისყოფობა შეგიქმნით ყველაზე დიდ პრობლემებს. მართალია, კოლექტიურ პროექტებში მონაწილეობით შეძლებთ საკუთარი კონტაქტების გაფართოვებას და ცოდნის შეძენას, მაგრამ ახალი იდეებით, ნაცნობებით და შეთავაზებებით გატაცებულს არ გექნებათ ყოველდღიური ვალდებულებების შესრულების სურვილი, რაც საკმაოდ ნეგატიურად აისახება თქვენს პროფესიონალურ სქმიანობაზე, შემდგომ წინსვლასა და წარმატებაზე.

* ქალწული – საკმაოდ იღბლიანი კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა, გახდებით ბევრად აქტიური და ენერგიული. კარგი პერიოდია სულიერი ტრანსფორმაციისთვის, ცოდნის შესაძენად ან გამოცდების ჩასაბარებლად, საზღვარგარეთ სასწავლებლად გასამგზავრებლად ან უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტების დასამყარებლად, საქმიანი კავშირების და გავლენის სფეროების გასაფართოებლად. არაა გამორიცხული მიიღოთ გრანტი ან პრემია, გაგეზარდოთ ანაზრაურება, დაიკავოთ მაღალი თანამდებობა ან მოულოდნელად მოიგოთ ლატარეაში.

* სასწორი – პოზიტიური და მეტად ჰარმონიული კვირაა. გაძლიერედება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციონალური მდგომარეობა, საკუთარი შეუპოვრობის წყალობით კი, თავისუფლად დაიცავთ თქვენთვის მნიშვნელოვან იდეებს და პრინციპებს. შეძლებთ დასვენებას და სამოგზაუროდ გამგზავრებას, საქმიანი კავშირების და გავლენის სფეროების გაფართოვებას, არაა გამორიცხული მიიღოთ საზღვარგარეთ მუშაობის შეთავაზება, გახდეთ გრანდიოზული პროექტის მონაწილე ან მიიღოთ მემკვიდრეობა.

* მორიელი – ჰარმონიული და მეტად იღბლიანი კვირაა. გავლენიანი ადამიანების დახმარებით მარტივად შეძლებთ პროფესიონალურ განვითარებას და კარიერულ წინსვლას, შეიძენთ ახალ ცოდნას ან მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით კი, ზუსტად განსაზღვრავთ არსებულ სიტუაციას და მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ დამატებითი შემოსავლების წყაროს მოძიებასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. კარგი პერიოდია შინაგანი ტრანსფორმაციისთვის, სულიერი განვითარებისა და მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად, საქმიანი კონტაქტების გასაფართოვებლად და ბიზნეს საქმიანობაში წარმატების მისაღწევად.

* მშვილდოსანი – საკმაოდ წარმატებული კვირაა. გახდებით ბევრად აქტიური და ენერგიული, შეძლებთ ინიციატივის გამოჩენას და დამოუკიდებლად მოქმედებას, მითუმეტეს, რომ გაიზრდილი ავტორიტეტის ფონზე, მოგიწევთ საკუთარ თავზე იტვირტოთ ლიდერის პასუხისმგებლობა. მარტივად დააინტერესებთ გარშემომყოფებს საკუთარი იდეებით და გაიჩენთ უარავ თაყვანისმცემელს, რომლებიც მზად იქნებიან ამოგიდგნენ მხარში და დაგეხმარონ ნებისმიერი წამოწყებაში. თუმცა, არ ღირს საკუთარი გეგმების ყველასთვის გამხელა, საიდუმლოდ შეინახეთ ფინანსური წარმატებაც, რადგან არაა გამორიცხული სწორედ საკუთარმა გულწრფელობამ შეგიქმნათ მომავალში სერიოზული პრობლემები.

* თხის რქა – საკმაოდ კარგი და პოზიტიური კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, ინდივიდუალურობის, საკუთარი შემოქმედებითი ნიჭის და ორგანიზატორული უნარების გამოვლენას. კარგი პერიოდია საჯარო გამოსვლებისთვის, ცოდნის შესაძენად და ინტელექტუალური განვითარებისთვის. გააფართოვებთ გავლენის სფეროებს, არაა გამორიცხული მოგიწიოთ ე.წ. “რუხი კარდინალის” როლის და ერთგვარი ფარული ლიდერის როლის შესრულება. თუმცა, თქვენი წარმატება კონკურენტების გაღიზიანების მიზეზი გახდება, რომლებიც, მართალია აქტიურად დაიწყებენ თქვენს წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ დიდად ვერაფერს დაგაკლებენ.

* მერწყული – მეტად წარმატებული და იღბლიანი კვირაა. შეძლებთ ახალი ფინანსური წყაროების მოძიებას, სასურველი შენაძენის გაკეთებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. არაა გამორიცხული გაემგზავროთ სამოგზაუროდ და მიიღოთ საინტერესო შეთავაზება, რომელიც მომავალში მეტად სერიოზულ პროექტად იქცევა და დიდ წარმატებასაც მოგიტანთ, საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები კი, მართალია სპონტანური, მაგრამ მეტად ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება.

* თევზები – მეტად დინამიური კვირაა. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობა, საკუთარი ინტუიიცის წყალობით კი, სწორად შეაფასებთ თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს და შეძლებთ სწორი არჩევანის გაკეთებას. წარმატებული იქნება ნებისმიერი შეხვედრა და მოლაპარაკება, თავისუფლად მონახავთ საერთო ენას მეგობრებთან და ახლობლებთან. არაა გამორიცხული მოიძიოთ შემოსავლის ახალი წყარო ან მიიღოთ მეტად პერსპექტიული სამსახური. თუმცა, იძულებეული გახდებით იმოქმედოთ სწრაფად, სპონტანურად მიიღოთ გადაწყვეტილებები და გადადების გარეშე განიხილოთ ყველა შეთავაზება, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ წარმატების მიღწევას.

* გეომაგნიტური დღეები – 9, 10, 11 და 13 მაისი.