LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-ის ფასები 22-ჯერ გაიზარდა

პორტალმა Blue Springs Ford Parts, რომელიც ”ფორდის” სათადარიგო ნაწილების ვაჭრობით არის დაკავებული, 66 წლის განმავლობაში F სერიის ”ფორდების” ფასები შეადარა. 1950 წელთან შედარებით, F-150-ის ღირებულება 22-ჯერ გაიზარდა.

F1-ის ფაქტიური ღირებულება 1287 დოლარი იყო, ამასთან, ინფოგრაფიკის ავტორებმა ფასები ინფლაციის გათვალიწინებით გადაითვალეს.

პორტალზე F-პიკაპების შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტიც არის მოყვანილი – Ford-მა F-მოდელების გამოშვება 1948 წელს დაიწყო.

სახელწოდება F1 შეიცვალა და 1953 წლიდან 1984 წლამდე პიკაპებს F-100 ერქვათ. ნახევარი საუკუნის წინ ”ფორდის” ავტომობილების ღირსებად ხელმისაწვდომობა და საიმედოობა მიიჩნეოდა.

პუბლიკაციაში აღნიშნულია ისიც, რომ ამჟამინდელი F-150 სრულიად ალუმინის ძარით გამოდის.

”ფორდის” პიკაპების ფასების ცვლის გრაფიკა შეგიძლიათ ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდზე ნახოთ.