ანთალიის მთავრობამ გადაწყვიტა სასტუმროებისა და ბარების მიღმა ალკოჰოლის მიღება აკრძალოს. ასევე, აკრძალულია სპირტიანი სასმელის ”საჯაროდ” დალევაც. სიახლე ეხება არა მხოლოდ პლაჟებს, პარკებს, ქუჩებსა და ბაღებს, აკრძალულია საცხოვრებელ კვარტლებსა და სასეირნო ზონებში დალევაც. ის, ვინც აკრძალვას არ დაემორჩილება, 100 ლირით დაჯარიმდება. აკრძალვა ძალაში 27 აპრილს შევიდა.
საინტერესოა, რომ რუსეთის გენერალური საკონსულო თავის Facebook გვერდზე ტურისტებს მოუწოდებს არ მიიღონ ალკოჰოლი საზოგადოებრივ ადგილებში და არ გავიდნენ ქუჩაში არაფხიზელ მდგომარეობაში.
ანთალია რუსი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა თურქეთში. 2017 წლის პირველ ორ თვეში აქ უკვე 27 000-მა რუსმა ტურისტმა დაისვენა.
