
სოცქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის ქალაქ ემპოლიში დაგეგმილი ნოდიკო ტატიშვილის, სალომე ბაკურაძისა და თიკა მახალდიანის კონცერტი ჩაიშალა, ვინაიდან მხოლოდ 10 ბილეთი გაიყიდა. ეს ინფორმაცია საიტებმაც აიტაცეს. მოგვიანებით ნოდიკო ტატიშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ეს ცრუ ინფორმაცია იყო. კონცერტი შემოდგომისთვის გადაიდო, ვინაიდან ერთ-ერთ თოქშოუს მისი გადაღება სურდა და გაყიდული ბილეთების რაოდენობა ნამდვილად არ ყოფილა ათი. ვრცლად ვიდეო
