მიხეილ ცაგარელის კვირის (15-21 მაისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
*ვერძი – განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის ბოლოს (21-22 მაისს), როცა უარს იტყვით პარტნიორთა ინტერესების გათვალისწინებაზე, ეს კი, უთანხმოების და სერიოზული სირთულეების მიზეზი გახდება. მეტი თავდაჭერა და დიპლომატია უნდა გამოიჩინოთ მეგობრებთან და კოლეგებთან ურთერთობაშიც, რადგან არაა გამორიცხული მათთანაც მოგივიდეთ კონფლიქტი. ნეგატიური ტენდენციების მიუხედავად, ერთიანობაში საკმაოდ კარგი კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. კარგი პერიოდია საჭირო კონტაქტების დასამყარებლად, შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად. შეძლებთ მატრიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, იდეების, ბიზნეს პროექტების განხორციელებას და საკუთარი პროფესიონალური პოზიციების გაძლიერებას.
* კურო – მართალია, წინა კვირასთან შედარებით ეს კვირა ნაკლებად იღბლიანია, მაგრამ მაინც გექნებათ საქმეების წარმატებით შესრულების შანსი, რადგან მზე ჯერ ისევ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. კარგი პერიოდია ახალი კონტაქტების დასამყარებლად, კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან უთანხმოების გასარკვევად, ახალი რომანტიკული თავგადასავლებისა და ძველი სასიყვარულო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. თუმცა, გარკვეული სირთულეები მაინც შეგექმნებათ სამსახურში, რადგან არაა გამორიცხული შემოსავლის განაწილება მოგიწიოთ პარტნიორებთან. არ ღირს ახალ პროექტებში კაპიტალის დაბანდება და მსხვილი შენაძენის გაკეთება, ნაკლებად პერსპექტიული იქნება მოგზაურობაც.
* ტყუპები – გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ეცადეთ არ გადაიტვირთოთ, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას, რადგან შესუსუტებული ენერგოტონუსის და არასტაბილური ემოციონალური მდგომარეობის ფონზე არაა გამორიცხული შეგექმნათ გარკვეული პრობლემები, გაღიზიანდეთ უმნიშვნელო წვრილმანებით და დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა, გამოვლინდება თქვენი ეგოიზმიც, ამიტომ არ ღირს კოლექტიურ საქმეებში მონაწილეობის მიღება, ბევრად წარმატებული იქნება თუ აქცენტს ინდივიდუალურ პროექტებზე გააკეთებთ. მითუმეტეს, რომ თქვენს ზურგს უგან აგორებული ჭორები და ინტრიგები საკმაოდ ბევრ უსიამოვნებას მოგიტანენ.
* კირჩხიბი – ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან საგრძნობლად სუსტდება ენერგოტონუსი, ემოციონალური მდგომარეობა კი, მეტად არასტაბილური იქნება, მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობაც. ეცადეთ ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ დაკარგოთ წონასწორობა, რათა არ გახდეთ ზედმეტი პრობლემების და არაფრისმომცემი კონფლიქტების მიზეზი. მიუხედავად ნეგატიური ტენდენციებისა, საკმაოდ კარგი კვირაა შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
* ლომი – შესუსტებული ენერგოტონუსის ფონზე განსაკუთრებული ყურადღების და სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში (18-22 მაისს). არავითარ შემთხვევაში არ გაანდოთ საკუთარი გეგმები გარშემომყოფებს, ვინც თქვენს გულწრფელობას აუცილებლად თქვენსავე წინააღმდეგ გამოიყენებს, გააქტიურდებიან კონკურენტები და ფარული მტერბიც, ჭორები და ინტრიგები კი, დამატებით პრობლემებს შეგიქმნიან და ნეგატიურად იმოქმედებენ თქვენს საერთო გუნება-განწყობაზე. არაა გამორიცხული გარკვეული უსიამოვნებები შეგხვდეთ მოგზაურობის დროს, ნაკლებად წარმატებული იქნება ცოდნის შეძენის ან ახალი ინფორმაციის მოპოვების მცდელობაც. ეცდეთ კვირის პირველ ნახევარში მოაგვაროთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე, მეორე ნახევარში კი, მეტი დაისვენეთ, შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით და მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას.
* ქალწული – წინა კვირასთან შედარებით, ეს კვირა ნაკლებად წარმატებულია. მართალია, გექნებათ ფულის ხარჯვის და მსხვილი საყიდლების გაკეთების სურვილი, მაგრამ იძულებული გახდებით გააკეთოთ ეკონომია, რადგან ხარჯი უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე შემოსავალი, უყაირათოდ ფულის ხარჯვა კი, აუცილებლად პრობლემებს შეგიქმნით. არაა გამორიცხული უსიამოვნებები შეგექმნათ ხელმძღვანელებთნ და კოლეგებთან ურთიერთობაში, რაც საკმაოდ ნეგატიურად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე და ხელს შეგიშლით პროფესიონალურ წინსვლასა და განვითარებაში. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და დიპლომატია, რათა თავი აარიდოთ არასასიამოვნო კონფლიქტებს და სიტუაციის უფრო მეტდ დაძაბვას.
* სასწორი – საგრძნობლად სუსტდება ენერგოტონუსი, მოგიწევთ ბევრად მეტი ენერგიისა და დროის დახარჯვა იმ საქმეების შესასრულებლად, რაც წინა კვირაში საკმაოდ მარტივად გამოგდიოდათ. ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, იმ ადამიანებს, ვინც მაქსიმალურად ეცდება შეგიქმნათ დამატებითი სირთულეები და დაბრკოლებები. არაა გამორიცხული, გაგიფუჭდეთ ურთიერთობა პარტნიორებთან, ვერ მიიღოთ ის შედეგი რასაც ელოდით და დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას, ეცადეთ არ დაკარგოთ მოთმინება, გამოიჩინეთ მეტი თავდაჭერა და დიპლომატია, რათა არ დაამძიმოთ ისედაც დაძაბული სიტუაცია.
* მორიელი – საგრძნობლად შეშუსტებული ენერგოტონუსის და არასტაბილური ემოციონალური მდგომარეობის ფონზე იძულებული გახდებით შეასრულოთ მეტი საქმე და აიღოთ საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობა, რაც საკმაოდ ნეგატიურ გავლენას მოახდენს თქვენს ჯანმრთელობასა და საერთო განწყობაზე. პრობლემები შეგექმნებათ ფინანსური კუთხითაც, გექნებათ ზედმეტი ხარჯები და მატერიალური დანაკრგები. ეცადეთ სრული პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ყველა პრობლემას, რადგან მათი დაძლევა სხვების დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად მოგიწევთ.
* მშვილდოსანი – მართალია, გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მოიმატებს შემოქმედებითი პოტენციალიც, მაგრამ თვითგამოვლენის და წარმატების მიღწევის შანსი ნაკლებად გექნებათ. მოგიწევთ დაუგეგმავი საქმეების შესრულება და დამატებითი პრობლემების სწრაფად გადაწყვეტა, უსიამოვნებები გექნებათ ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან და სასიყვარულო პარტნიორთან. მოერიდეთ უცხოების საკუთარ სახლში მიწვევას, რადგან სწორედ ნაკლებად ნაცნობი ადამიანები გახდებიან სერიოზული დანაკარგებისა და მომავალში ფინანსური პრობლემების მთავარი მიზეზი.
* თხის რქა – სულიერი კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობთ საკუთარ მარტოობას, თუმცა, მაინც მოგიწევთ საკუთარ თავზე გარკვეული პასუხისმგებლობის აღება, წინასწარ დაუგეგმავი საქმეების და ძველი დაპირებების შესრულება, რაც საკმაოდ ნეგატიურად იმოქმედებს თქვენს ემოციონალურ მდგომარეობზე და გაგიფუჭებთ განწყობას.
* მერწყული – მართალია, მატულობს ენერგოტონუსი, მაგრამ საგრძნობლად მცირდება თვითგამოვლენის შანსი. არაა გამორიცხული შეგექმნათ ფინანსური პრობლემები, მოგიწიოთ გაუთვალისწინებელი ხარჯების გაწევა და მოულოდნელი დანაკარგების ანაზღაურება. უსიამოვნებებია მოსალოდნელი კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთანაც. გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია, რათა უსიამოვნებები გარშემომყოფებთან არ გახდეს სერიოზული კონფლიქტის და დაპირისტირების მიზეზი.
* თევზები – ყურადღება გამოიჩინეთ საკუთარი ფინანსების მიმართ, მაქსიმალურად აკონტროლეთ ხარჯები, რადგან არაა გამორიცხული შეიცვალოს უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, ვერ განხორციელოთ წინასწარ ჩაფიქრებული გეგმები და შეგექმნათ სერიოზული მატერიალური პრობლემები, რაც საკმაოდ ნეგატიურად აისახება თქვენს ემოციონალურ მდგომარეობაზე, შეგიქმნით ჯანმრთელობის პრობლემებს და დაგაკარგინებთ საკუთარი თავის რწმენას.
* გეომაგნიტური დღეები – 15, 16, 19 და 20 მაისი.
