LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა წურწუმია 23 სექტემბერს, გერმანიაში კონცერტს გამართავს

Ardaidardo.Ge

მომღერალი ლელა წურწუმია სექტემბერში გერმანიას ეწვევა. ის მიუნხენში 23 სექტემბერს კონცერტს გამართავს. ღონისძიების ორგანიზატორი გვანცა შალამბერიაძეა.


ლელა წურწუმიას კონცერტი “Gasteig Blak-Box -ში” ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ლელა წურწუმია ემიგრანტებისთვის ხშირად მღერის სხვადასხვა ქვეყნებში. ის ორი დღის წინ, ამერიკიდან დაბრუნდა, სადაც ორი კონცერტი ჩაატარა.