დონალდ ტრამპისა და მელანიას უცნაური ურთიერთდამოკიდებულება ხშირად ექცევა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. ბოლო დღეების განმავლობაში მელანიამ ორჯერ მოახერხა, ქმრის ინიციატივაზე, ხელჩაკიდებულებს გაევლოთ, უარი ეთქვა.
ბოლო ინციდენტი წყვილს შორის სამშაბათს მოხდა, რომში საპრეზიდენტო თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ტრაპიდან პრეზიდენტმა ხალხს ხელი დაუქნია და შემდეგ სცადა ცოლისთვის ხელი ჩაეკიდა, თუმცა მელანიამ მარცხენა ხელი სასწრაფოდ ასწია, რომ თმა შეესწორებინა.
@DaniellaMicaela Nope, still not touching you pic.twitter.com/r1PBmRfbbl
— Mark Gongloff 🗽 (@markgongloff) May 23, 2017
მსგავსი შემთხვევა მოხდა ისრაელში ვიზიტის დროსაც, თელ ავივში აშშ-ს პრეზიდენტი და პირველი ლედი წითელ ხალიჩაზე მიდიოდნენ, ტრამპმა სცადა, ხელი ჩაეკიდა ცოლისთვის, თუმცა მელანიამ მას, ამჯერად, ხელი აუქნია.
https://www.youtube.com/watch?v=SRPx0CIzAKM
