
4 ივნისს „ოტიუმი“ რუსა მორჩილაძის საავტორო კონცერტს უმასპინძლებს. კომპიოზიტორია წლებია, ამ სფეროში მუშაობს და უამრავი სიმღერა აქვს დაწერილი, მათ შორის ძალიან ბევრი
ჰიტია. ის მუშაობდა სხვადასხვა მუსიკალურ პროექტზეც.
რუსა მორჩილაძის კონცერტზე გამოვლენ ნინო ქათამაძე, სოფო ნიჟარაძე, მერაბ სეფაშვილი, აჩიკო მეფარიძე, ეკა კახიანი, მაია ჯაბუა, მაკა ზამბახიძე, ნინი ქარსელაძე, ხათუნა ჟორდანია, თამთა ჭელიძე, „ქუჩის ბიჭები“, სოფო სააკაშვილი, ლელა წურწუმია, გიო ხუციშვილი, ნუცა შანშიაშვილი, ნინი ბადურაშვილი.
რუსა მორჩილაძე:
საღამო ჩემი საავტოროა, სადაც იმღერებს ყველა ის შემსრულებელი, რომელთანაც ვთანამშრომლობ. ასევე შესრულდება ყველა ჩემი ჰიტი (იღიმის). იქნება ორი პრემიერა, თუმცა მინდა, საიდუმლოდ დავტოვო, ვინ შეასრულებს…
პ.ს. კონცერტის მხარდამჭერია რადიო „არ დაიდარდო“
ნინო მურღულია

